ამერიკელმა მსახიობმა რიჩარდ გირმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსი გამოაქვეყნა: “ლამაზმანის“ სიქველის გადაღებას ვფიქრობთ, მაგრამ რადგან ბოლომდე დარწმუნებულები არ ვართ, გვსურს არჩევანი თაყვანისმცემლებს მივანდოთ, თუ ეს პოსტი 1 მილიონ მოწონებას დაიმსახურებს, ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – დაწერა ვარსკვლავმა.
სულ მალე, გირის ამ სტატუსმა 1,1 მლნ მოწონება და 70 ათასი გაზიარება დაიმსახურა. ასე რომ, დიდი ალბათობაა, რომ 90-იანი წლების რომანტიკული მელოდრამის გაგრძელებას, მსოფლიო უახლოეს ხანებში იხილავს.
შეგახსენებთ, „ლამაზმანი“ გირისა და რობერტსის მონაწილეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია, ის რეჟისორმა ჰარი მარშალმა გადაიღო. სურათში მეძავისა და მილიონერის სიყვარულის ამბავია მოთხრობილი. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ჯულიამ „ოქროს გლობუსი“ მიიღო და „ოსკარზე“ იყო ნომინირებული.
წყარო: okmagazine.ge