ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერიის დაცვამ პარტიზანი მებაღეები შენობიდან გაყარა

პარტიზან მებაღეებს მერიაში შესვლის უფლება არ მისცეს. ისინი დღეს თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ მერიის დაცვამ ისინი შენობიდან გარეთ გაყარა.

მანამდე თბილისის მერიასთან პარტიზანი მებაღეების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მერთან ან ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან შეხვედრას და ვაკეში მშენებარე სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის საკითხის განხილვას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებსა და ქალაქის მერიის უსაფრთხოების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები პროტესტს ხმაურიანი ფორმით გამოხატავდნენ, რაზეც მერიისგან გაფრთხილება მიიღეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა მოითხოვეს. თუმცა, ამის უფლება არ მისცეს.

მათი განცხადებით, აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათ მერიის წარმომადგენელი არ შეხვდება.

იტვირთბა....