ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ინფექცია ევროპაში მოგზაურობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებულ რუსს დაუდგინდა – დაბრუნებისთანავე მან ექიმებს დაავადებისთვის დამახასიათებელი გამონაყარის გამო მიმართა.

დაავადებული პირის კონტაქტების წრე შეზღუდულია, ექსპერტები ყურადღებით აკვირდებიან ყველას მდგომარეობას, ვინც ინფიცირებულთან შეხებაში იყო. მისი ავადმყოფობა მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, “მაიმუნის ყვავილის” პირველადი ნიშნებია ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების დისკომფორტი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა. დაავადება შეიძლება გაგრძელდეს ორიდან ოთხ კვირამდე. მაიმუნის ყვავილის შემთხვევები უკვე დაფიქსირდა 59 ქვეყანაში, საერთო რაოდენობამ 9 ათასს გადააჭარბა.

იტვირთბა....