ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატიმარი რომელმაც გუშინ თავი მოიკლა, ცოლის მკვლელობისთვის იყო დაკავებული

პატიმარი, რომელმაც გუშინ გვიან ღამით გლდანის ციხეში თავი მოიკლა, ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული 65 წლის ზაქარია ვარდიაშვილია. ის პარასკევს ჟონეთის ქუჩაზე დააკავეს.

საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწავლობს.

ოფიციალური ვერსიით პატიმარმა თავი მოიკლა, მაგრამ რეალურად რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

იტვირთბა....