ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიუ-იორკის მეტროში 14 წლის ბიჭი სასიკვდილოდ დაჭრეს

ნიუ-იორკის მეტროში 14 წლის ბიჭი სასიკვდილოდ დაჭრეს.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, სროლა შაბათს გვიან საღამოს ქალაქის ზემო მანჰეტენის რაიონში მოხდა.

მეტროპოლიტენის თანამშრომლების თქმით, მოზარდი მუცლის არეში იყო დაჭრილი. ის სასწრაფო დახმარების მანქანით ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მიყვანიდან მალე გარდაიცვალა.

უილკოქსმა თქვა, რომ ეჭვმიტნილი პირი დააკავეს მას ჭრილობები ზურგზე, მუცელზე და მარცხენა ბარძაყზე ჰქომდა მიყენებული. მამაკაცი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სავარაუდოდ გადარჩება, განაცხადა პოლიციამ.

”ამ ჭრილობების მიზეზი და მისი როლი ინციდენტში რჩება მიმდინარე გამოძიების ნაწილად”, – თქვა უილკოქსმა.

მკვლელობაში ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ. ამასთან , სროლაში ეჭვმიტანილი გირაოს გარეშე დააკავეს.

უილკოქსმა თქვა, რომ დაკავებული პირი, რომლის სახელიც არ სახელდება, ემთხვეოდა იმ პიროვნების აღწერას, რომელიც მოწმის თქმით, შემხვევაში მონაწილეობდა.

 

 

იტვირთბა....