ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომის მერის მოადგილე, იოსებ რაზმაძე გარდაიცვალა

ბორჯომის მერის მოადგილე, იოსებ რაზმაძე 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის Facebook გვერდზე გავრცელდა.

“წუხელ გვიან ღამით, ბორჯომის მერის მოადგილე, იოსებ რაზმაძე 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს”, – წერია განცხადებაში.

იოსებ რაზმაძე ბორჯომის მერის მოადგილედ 2021 წლის 22 თებერვალს დაინიშნა.
ის რამდენიმე თვე ბორჯომის მერის მოვალეობასაც ასრულებდა. მერის მოადგილედ არჩევამდე იოსებ რაზმაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის სამმართველოში მუშაობდა.

იტვირთბა....