ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კონსერვატიული პარტია ჯონსონის ჩამოშორებას ინანებს – რას წერს ბრიტანელი ჟურნალისტი

ბრიტანელი ჟურნალისტი დენიელ ჯონ უილიამ ვუტონი ბრიტანულ გამოცემაში Daily Mail სტატიას აქვეყნებს სათაურით – “კონსერვატიული პარტია ინანებს, რომ ჩამოიშორა ბორისი – ერთადერთი ადამიანი, რომელმაც შეძლო “ბრექსიტის” დასრულება, სოციალიზმის დამარცხება და ლეიბორისტების “წითელი კედლის” დანგრევა”.

ჟურნალისტი ჯონსონის გადადგომას პოლიტიკური ისტებლიშმენტის გამარჯვებად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს გაერთიანებული სამეფოსთვის ახალი და არც თუ სასიკეთო პოლიტიკური ერის დასაწყისია. სტატიის ავტორი იმასაც წერს, რომ ჯონსონს მედიის და პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეუბრალებელი თავდასხმების გაძლება უწევდა.

“არამგონია, რომ რომელიმე პოლიტიკოსი გაუძლებდა ისეთ კამპანიას, როგორიც ჯონსონის წინააღმდეგ მიდიოდა. ეს კი შიშისმომგვრელი გაფრთხილებაა ახალი პოლიტიკური ერის შესახებ, რომელშიც ახლა ბრიტანეთი იმყოფება”, – წერს ჟურნალისტი.

დენიელ ვუტონი ასევე ხაზს უსვამს ჯონსონის წვლილს, ბრიტანეთში “ლოქდაუნი” სწრაფად დასრულებასა და უკრაინასთან მოკავშირეობის კუთხით.

“მან, ნებისმიერ დასავლელ ლიდერზე სწრაფად გამოგვიყვანა გამანადგურებელი კარანტინებიდან და იყო უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე ევროპაში ომის შეჩერების მცდელობაში.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა.

ამავე თემაზე: “სამწუხაროდ ვტოვებ მსოფლიოში საუკეთესო თანამდებობას” – ჯონსონის განცხადება

ამავე თემაზე: ცნობილია, ვინ შეიძლება გახდეს ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი

იტვირთბა....