ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ცნობილია, ვინ შეიძლება გახდეს ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი

გამოცემა Sky News-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მთავარი პრეტენდენტი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესია, რომელიც ამ პოსტს 2019 წლიდან იკავებს.

როგორც “სქაი ნიუსი” წერს, სწორედ უოლესი სახელდება ბრიტანული კომპანია YouGov-ის უახლესი გამოკითვით, ტორების პარტიაში პრემიერის პოსტზე მთავარ ფავორიტად.

“უოლესი ყველა ძირითად პრეტენდენტს უსწრებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს”, – წერს გამოცემა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, პრემიერის პოსტისთვის ასევე განიხილება სავაჭრო პოლიტიკის მინისტრისს, პენელოპა მორდონტის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სპეციალური კომიტეტის ხელმძღვანელის, ჯერემი ჰანტისა და რიშ სუნაკის (5 ივლისამდე სახელმწიფო ხაზინის უფროსი) კანდიდატურები.

შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ ბორის ჯონსონმა პრემიერ-მინსიტრის თანამდებობა დატოვა.

ამავე თემაზე: როგორ გახდა ბორის ჯონსონი ცნობილი და რითი დაეხმარა ის უკრაინას

 

იტვირთბა....