სამწუხაროდ ვტოვებ მსოფლიოში საუკეთესო თანამდებობას, – აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ჯონსონმა საზოგადოებას დაფასებისთვის და პატივისცემისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დროებით თანამდებობაზე რჩება.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკაში შეუცვლელი არავინაა და ახალ ღირსეულ ლიდერს აირჩევენ.
„პრემიერ-მინისტრობა თავისთავად განათლებაა – მე ვიმოგზაურე დიდი ბრიტანეთის ყველა კუთხეში და აღმოვაჩინე, რომ ამდენი ადამიანი ფლობდა უსაზღვრო ბრიტანულ ორიგინალურობას და მზად იყო ძველი პრობლემების ახალი გზებით გადასაჭრელად. მაშინაც კი, როდესაც ირგვლივ სიბნელეა, ჩვენი მომავალი მაინც ოქროა”, – განაცხადა ჯონსონმა.
ცნობისთვის, ბორის ჯონსონმა დღეს “კონსერვატიული პარტიის” ლიდერის თანამდებობა დატოვა, ხოლო პრემიერის პოსტზე შემოდგომამდე დარჩება.