ახალი ამბები მთავარი სამართალი

შელაპარაკება ქუცნაშვილსა და მოსამართლე მურუსიძეს შორის

 

შელაპარაკება მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე უმრავლესობის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილსა და საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს შორის.

ლევან მურუსიძემ სიტყვით გამოსვლის დროს, მის მიერ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტულად მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ გაუკრიტიკებია.

არსებული კანონმდებლობა კი იმ დროსათვის გირგვლიანის საქმეზე სხვა განაჩენის გამოტანის საშუალებას არ იძლეოდა. სიტყვა დარბაზში ლევან მურუსიძეს ზაქარია ქუცნაშვილმა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ ამ თემის განსახილველად შეკრებილები არ არიან.

სიტუაციის განმუხტვა საბჭოს წევრმა, თამარ ალანიამ სცადა, რომელმაც თქვა, რომ ლევან მურუსიძემ გირგვლიანის საქმეზე საჯარო განმარტებების გაკეთება მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის გამო გადაწყვიტა.

თუმცა, კონფერენციაზევე ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ ის შეხვედრაზე მურუსიძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მოსასმენად არ მისულა და დარბაზში ამ თემაზე საუბარი უნდა შეწყდეს, მით უფრო, რომ დღის წესრიგში მსგავსი საკითხი საერთოდ არ არის.

შეგახსენებთ, ამ შეხვედრას უნდა დასწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, თუმცა ისინი პროტესტის ნიშნად ამ შეხვედრაზე არ იმყოფებიან.

 

იტვირთბა....