ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე აშშ-ს საელჩოში მომხდარზე: მეც ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა

[su_quote]ანრის შემთხვევას რაც შეეხება, მე ვიცი დეტალები და ამ დეტალებიდან გამომდინარე, ახლაც რთულია ჩემთვის თავის შეკავება იმიტომ, რომ მეც ადამიანი ვარ ჩვეულებრივი. მეც ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. რთული იქნებოდა ესეც კი, იქედან გამომდინარე, რაც პროვოკატორმა იკადრა – ჩაჩურჩულება, მინიშნებითანც რომ ვერ გავიმეორებ, ერთი-ორი ისეთი წინადადების, რისი მოთმენაც, არათუ ქართველ ქალს და კაცს, ნებისმიერ ადამიანს ამ სამყაროში, უკიდურესად გაუჭირდებოდა. თუმცა, ანრიმ, ამავე დროს მოახერხა, კანონის ჩარჩოებიდან არ გასულიყო და ამ ამაზრზენი სიტყვებისა და სიბილწის ხერხით მუქარისთვის ეპასუხა ისე, როგორც უპასუხა და თან, კანონის ჩარჩოებში დარჩენილიყო. ურთულესი იყო ეს[/su_quote]

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა იმედი LIVE-ის ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, გუშინ, tvპირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას აშშ-ს საელჩოში ანრი ოხანაშვილი და “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამაზე პასუხად, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვატო წერეთელმა მას ყურში “ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა, რასაც ვერ ერთი ქართველი ვერ მოითმენდა”.

 

იტვირთბა....