საქართველოში 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ამვე პერიოდში, გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 1 103 შეადგინა.
ქვეყანაში 7 დღის განმავლობაში 63 443 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი 4.05 პროცენტია.
განახლებულ კოვიდსტატისტიკას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.