ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მშვენიერაძე: გვჭირდება 3 000 ადამიანი, რომელიც მზად იქნება მივიდეთ და დავდგეთ “ოცნების” ოფისთან

აქციის #შინევროპისკენ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი მშვენიერაძემ აქციის მონაწილეობს მოუწოდა, რომ დაახლოებით 3 000 ადამიანი მას “ქართული ოცნების” ოფისთან გაჰყოლოდა.

“პირველი ნაბიჯი – გვჭირდება 3000 ადამიანი თქვენგან, რომელიც მზად იქნება მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან – ესაა „ქართული ოცნების“ ოფისი. მე წავალ წინ და 3000 ადამიანი ვიდგებით ოფისთან”, – განაცხადა მშვენიერაძემ.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება სათანადო ნაბიჯებს არ გადადგამს ბევრი მსგავსი კერა გაჩნდება.

“ქართული ოცნების” ოფისთან მობილიზებული არიან დიდი რაოდენობის სამართალდამცველები.

იტვირთბა....