ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი: როცა მოწვეულია ძალადობით ცნობილი ვახტანგ წერეთელი, წინასწარ უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები

[su_quote]მოვისმინეთ ბატონი ანრი ოხანაშვილის განმარტებები და როგორც მე ვაკვირდები, თავად „ტვ პირველის“ წარმომადგენლებსაც არ ეპარებათ ეჭვი ამ განმარტებებთან დაკავშირებით. ამავე დროს მოვისმინეთ ბატონი ვახტანგ წერეთლის მიერ მოყოლილი ისტორია, რომელსაც მისივე თანამშრომლები არ იჯერებენ. ისტორია იმის შესახებ, თითქოს ამას წინ არაფერი არ უძღოდა, უბრალოდ ტყუილია! მე ის მიკვირს, რომ ორი დღეა ფაქტობრივად ზიზღის კამპანია მიდის და არავინ არ დაინტერესებულა რა იყო ნამდვილი ისტორია…მესმის ორგანიზატორების, მათი პასუხისმგებლობაა სტუმრებისთვის მშვიდი გარემო იყოს. მაგრამ როდესაც მოწვეულთა შორისაა ადამიანი, რომელიც ვერბალური და ფიზიკური ძალადობით არის ცნობილი – ვახტანგ წერეთელს ვგულისხმობ, ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძალადობით შემოგვივარდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როცა ასეთი ადამიანია ღონისძიებაზე, წინასწარ უნდა მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები და იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევა აღარ იქნება[/su_quote]

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ს საელჩოში, დამოკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.

შეგახსენებთ,  tvპირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას აშშ-ს საელჩოში ანრი ოხანაშვილი და “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამაზე პასუხად, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვატო წერეთელმა მას ყურში “ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა, რასაც ვერ ერთი ქართველი ვერ მოითმენდა”.

იტვირთბა....