მსოფლიო საზოგადოება

საფრანგეთის სანაპიროებს უმართავი გემი უახლოვდება

საფრანგეთის სანაპიროებს უმართავი გემი უახლოვდება. დასავლური მედიის ცნობით, პანამაში რეგისტრირებულმა სატვირთო ხომალდმა მართვა ატლანტის ოკეანეში დაკარგა, ამჟამად კი საფრანგეთის სანაპიროდან 100 კილომეტრში იმყოფება.

გემის ეკიპაჟის 22 წევრის ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. საფრანგეთის საზღვაო პრეფექტურაში აცხადებენ, რომ ხომალდი სანაპიროს, სავარაუდოდ, 2 თებერვლის დილას მიაღწევს.

წინასწარი მონაცემებით, ხომალდის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ზედმეტი ტვირთი გახდა.

წყარო: პირველი არხი

იტვირთბა....