ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მელაძე ოდიშარიას: ჩვენს ჟურნალისტს რომ აგინეთ და მერე სანათესაოს არეკინებდით არ დამღუპოთ, ჩემი გინება ეთერში არ გაუშვათო, ხომ გახსოვთ?

[su_quote]ბატონო ბექა, ჩვენს ჟურნალისტს რომ აგინეთ, ხომ გახსოვთ? მერე ტელევიზიაში მთელს სანათესაოს რომ არეკინებდით, არ დამღუპოთ, ჩემი გინება ეთერში არ გაუშვათო, ხომ გახსოვთ? იმ დღეს, ჩვენს ჟურალისტს თქვენთის თავში მიკროფონი რომ ჩაეთხლიშა, ეს იქნებოდა მისი პროპორციული ქმედება. გინება იყო მათ შორის ჩემი მისამართითაც. აი, ხვალ ქუჩაში რომ შემხვდებით, მე ჩვენ თავში ჩაგთხლიშავთ და შესაბამისად, თქვენივე გუნდის სამართლებრივი დასაბუთებით, ეს იქნება ჩემი პროპორციული პასუხი[/su_quote]

ამის შესახებ “tvპირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ დეპუტატ ბექა ოდიშარიას მისამართით განაცხადა, როდესაც აშშ-ს საელჩოში მომხდარ ინციდენტზე საუბრობდა.

შეგახსენებთ, გუშინ, tvპირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას აშშ-ს საელჩოში ანრი ოხანაშვილი და “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამაზე პასუხად, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვატო წერეთელმა მას ყურში “ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა, რასაც ვერ ერთი ქართველი ვერ მოითმენდა”.

 

იტვირთბა....