[su_quote]მე ჩემი მოსაზრება მაქვს, ეს რატომ გააკეთეს გუშინ იქ. შეიკრიბა ერთად “ოცნების” პროვოკატორ-ამრევთა ჯგუფი, ნახეს ვატო წერეთელი, რომლის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაც მათ ნერვებს უშლის და უბრალოდ თქვეს, რომ მოდი, წამოვარტყათო. ეს იყო იქ ამბავი. ეს იყო მათი მხრიდან, განზრახვა სახალხოთ დამცირების, დასჯის და ანგარიშწორების ტელევიზიის მენეჯერზე[su_quote]
ასე აფასებს tvპირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე გუშინ აშშ-ს საელჩოში მომხდარის შეფასებისას.
შეგახსენებთ, გუშინ, tvპირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას აშშ-ს საელჩოში ანრი ოხანაშვილი და “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამაზე პასუხად, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვატო წერეთელმა მას ყურში “ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა, რასაც ვერ ერთი ქართველი ვერ მოითმენდა”.