ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვატო წერეთელი: მე კი არა, აშშ-ს საელჩოს გაარტყეს

“ოხანაშვიულმა მოჭრა თავი ჩვენს ქვეყანას და მე კი არ გამარტყა ხელი, მთელ ამერიკის საელჩოს გაარტყა” – ამის შესახებ tvპირველის მფლობელმა ვატო წერეთელმა ამავე ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა და გუშინ, აშშ-ს საელჩოში მომხდარი გაიხსენა.

“მე იქ ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე. ირაკლი შოთაძე ვნახე, მას ვესაუბრებოდი, გიორგი ვოლსკი ვნახე. ნინო წილოსანი ვნახე, თამარ ჩუგოშვილი ვნახე, მოსამართლეები ვნახე. 300 ადამიანი, მოწვეული სტუმარი იყო. ვსაუბრობდით ყველასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ პოლუსზე დგას, იქ ყველა ერთი ვიყავით და ყველა ერთად ვემსახურებოდით ჩენს ქვეყანას. ოხანაშვიულმა მოჭრა თავი ჩვენს ქვეყანას და მე კი არ გამარტყა ხელი, მთელ ამერიკის საელჩოს გაარტყა. ამერიკის საელჩოს სტუმრობაზე, მიღებაზე გადაწყვიტო ძმაკაცებთან ერთად იძალადო. ამაზე მეტი სირცხვილი ჩვენს ქვეყანას რა უნდა დაემართოს. ჩემი აზრით, უნდა გადაგეს ის, იმიტომ, რომ ის არის ქვეყნის სირცხვილი, – თქვა ვატო წერეთელმა შეხვედრაზე შესვლამდე”, – ამბობს წერეთელი.

შეგახსენებთ, გუშინ, tvპირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას აშშ-ს საელჩოში ანრი ოხანაშვილი და “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამაზე პასუხად, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვატო წერეთელმა მას ყურში “ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა, რასაც ვერ ერთი ქართველი ვერ მოითმენდა”.

იტვირთბა....