რუსული კომპანია “გაზპრომის” აქციები 30%-ზე მეტით დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას Интерфакс ავრცელებს.
აქციების ვარდნა დაიწყო გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ “გაზპრომი” 2021 წლის ბოლოს დივიდენდებს არ გადაიხდიდა.
“აქციონერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არსებულ ვითარებაში 2021 წლისთვის დივიდენდების გადახდა არაპრაქტიკულია. “გაზპრომის” პრიორიტეტი ამ დროისთვის საინვესტიციო პროგრამების რეალიზებაა, რუსეთის ფედერაციის რეგიონების გაზიფიკაციის ჩათვლით და მომავალი ზამთრისთვის მზადება. ამასთან, რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ, რომ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები გაზრდილი გადასახადების დასაფარად”, – ავრცელებს გაზპრომის წარმომადგენლის, ფამილ სადიგოვის განცხადებას რუსული გამოცემა.
შეგახსენებთ, რუსეთმა ურკაინის ტერიტორიაზე სრულმასშთაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ, დასავლეთმა ქვეყანას არაერთი საქნცია დაუწესა. 27 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1018 წლის შემდეგ პირველად, რუსეთმა საგარეო ვალთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულება ვერ შეძლო და დეფოლტი განიცადა.
ამავე თემაზე: Moody’s ადასტურებს, რომ რუსეთმა დეფოლტი განიცადა