ახალი ამბები ბიზნესი მსოფლიო

Bloomberg: 1918 წლის შემდეგ პირველად, რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა

1918 წლის შემდეგ პირველად, რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 27 ივნისის დადგომისთანავე ამოიწურა საშეღავათო პერიოდი, როცა რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების უცხოელი მფლობელებისთვის უნდა გადაეხადა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის პროცენტი, რაც ვერ შეძლო.

Bloomberg წერს, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ, ფინანსურ და პოლიტიკურ გარიყვას. ბანკის საგარეო რეზერვები გაყინული რჩება უმსხვილესი ბანკები კი გლობალური ფინანსური სისტემიდან გათიშულია.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ვითარებას “ფარსი” უწოდა. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ ყველა გადასახადის დროულად დაფარვა სურთ. რუსეთის სახელმწიფო ვალიდან დაახლოებით 40 მილიარდი დოლარში ან ევროშია დენომინირებული, ნახევარი კი – ქვეყნის ფარგლებს გარეთაა.

იტვირთბა....