ახალი ამბები ბიზნესი მსოფლიო უკრაინის ომი

DW: რუსეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ბერდიანსკის პორტით ახორციელებს

რუსეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ბერდიანსკის პორტით ახორციელებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ბერდიანსკის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ საზღვაო პორტი ხორბლით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა.

„7 ათასი ტონა ხორბალი მეგობარ ქვეყნებში გავაგზავნეთ “- დაწერა ბალიცკიმ ტელეგრამში.

ბალიცკის თქმით, მშრალი ტვირთით დატვირთული გემის უსაფრთხოებას შავი ზღვის ფლოტის ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზის გემები და კატარღები უზრუნველყოფენ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....