aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო სამართალი

ბერძენი ქირურგი 36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობაში ერთხმად დამნაშავედ სცნეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბერძენი ქირურგი 36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობაში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას georgians.gr ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამ დროისთვის სასჯელის განსაზღვრას ელოდებიან.

“ეს იყო ტრაგიკული სამედიცინო შეცდომა, რაზეც ძალიან ვწუხვარ. არ მქონია მისი მოკვლის განზრახვა. არ მქონია განზრახვა, რომ რაიმე ზიანი მიმეყენებინა დიანასთვის, მითუმეტეს, მომეკლა ის,”- განაცხადა ბრალდებულმა სხდომის დაწყებისას.

როგორც უკვე ცნობილია, ბერიძის ოჯახი არ იზიარებს აზრს, რომ ეს სამედიცინო შეცდომა იყო. მათი ადვოკატი ცალსახად აცხადებს, რომ ეს იყო დაგეგმილი, განზრახ მკვლელობა:

“როცა ჩემი მეუღლე მოკლეს, სამივე ბავშვი არასრულწლოვანი იყო. ოჯახის მოსაზრება შემდეგია, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, ფაქტები და დოკუმენტები სწორედ ამაზე მიუთითებს. მას გაუკეთეს წამლები, რომლებიც არ კეთდება ასეთი ოპერაციის  შემთხვევაში, შემდეგ კი შეიყვანეს იქ, სადაც არცერთ შემთხვევაში არ გადაჰყავთ პაციენტი,” – ამბობდა დიანას მეუღლე პროცესზე.

იტვირთბა....