aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“მსოფლიოს რუსეთთან ომის წაგების უფლება არ აქვს” – ზელენსკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიოს რუსეთთან ომის წაგების უფლება არ აქვს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, წაგების შემთხვევაში დემოკრატიაც დამარცხდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, როგორც არ უნდა მოხდეს ეს და როგორი რთულიც არ უნდა იყოს ამის მიღწევა ჩვენთვის. ჩვენ უნდა განვდევნოთ ოკუპანტები ჩვენი მიწიდან. ჩვენთვის ეს არის ერთადერთი მიზანი და სხვაგვარად ომის დასრულება შეუძლებელია. მსოფლიოს არ აქვს უფლება, რუსეთთან ომი წააგოს, რადგან მაშინ დემოკრატიაც დამარცხდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....