ახალი ამბები მსოფლიო სამართალი

ekho kavkaza: რუსეთში ცნობილი ბიზნესმენი და მისი ცოლი მოკლეს

რუსი ბიზნესმენი ევგენი პალანტი და მისი მეუღლე ოლგა პალანტი მოსკოვის რეგიონის ოდინცოვოს ურბანულ რაიონში იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალნენ.

მათი ცხედრები ორშაბათს საღამოს სოფელ ზარეჩიეში იპოვეს. სავარაუდოდ, საუბარია მკვლელობაზე.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ekho kavkaza ავრცელებს.

როგორც Moskovsky Komsomolets-ისთვის გახდა ცნობილი, 48 წლის პალანტისა და მისი 50 წლის მეუღლის ცხედრები 18:20 საათზე საკუთარ სახლში იპოვეს. ცხედრები წყვილის ქალიშვილმა იპოვა. სიკვდილის წინასწარი მიზეზი დანით მიყენებული ჭრილობები გახდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ევგენი პალანტი გამოჩენილი ბიზნესმენია, ის აქტიურად ახორციელებდა ინვესტიციას საკომუნიკაციო სერვისებში. კერძოდ, მას ჰქონდა სოლიდური წილი საინჟინრო კომპანია „ინსტალსაიტში“, რომელიც ახორციელებს საკომუნიკაციო სისტემების შექმნისა და ტექნიკური სისტემების მომსახურებას. პალანტი ასევე იყო აფხაზური მობილური ოპერატორის A-Mobile-ის თანამფლობელი.

გარდა ამისა, პალანტი ეწეოდა აქტიურ პატრონაჟულ საქმიანობას. კერძოდ, მფარველობდა რუსული დრამის თეატრს “ისკადერს” სოხუმში.

იტვირთბა....