[su_quote]ვისგანაც არ უნდა იყოს, ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია ასეთი მოთხოვნა. იმიტომ, რომ გადადექი და მერე რა მოხდება? ტექნიკური მთავრობა ვინ უნდა შექმნას, ვინ უნდა შევიდეს იქ? იმის ნაცვლად, რომ ახლა დავსხდეთ ერთად, დათქმები რაც გვაქვს, ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, პირველ რიგში, ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად გავწეროთ – ამაში რას ითხოვენ, როგორ გავაკეთოთ, ეს ნომერ პირველი ამოცანაა. გადადექი, გადადექის ძახილით შორს ნამდვილად ვერ წავალთ. მით უმეტეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც დათქმებშია, პოლარიზაციის შემცირება, ეს ხელს არ უწყობს. ასე ფიქრობენ ევროპაში შესვლას? მე თუ მკითხავთ, მათი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი, ეს დეპოლარიზაციაა. ერთადერთი მუხლია, რაშიც შეუძლიათ, წვლილი შეიტანონ და მერე თითის შვერა, რომ მთავრობამ არ გააკეთა, უადგილო იქნება. სჯობს ერთად დავსხდეთ და მოვიფიქროთ, რა და როგორ[/su_quote]
განუცხადა “მეტრონომს” “ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.