პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ თუ მოქალაქეებს სისტემური ცვლილებები სურთ, ღარიბაშვილის გადადგომა არაფრის მომცემია.
ხუხაშვილი ამბობს, რომ თუ საზოგადოება ითხოვს კაპიტულაციას ხელისუფლებისგან, ხელისუფლებას ყავს გადაწყვეტილების მიმღები, ის თუ არ აწერს კაპიტულაციაზე ხელს, სხვა ვინც არ უნდა მოაწეროს, მას განვითარება არ ექნება.
“თუ სისტემური ცვლილებები გვინდა, ამ გაგებით ღარიბაშვილის გადადგომა არაფერს ცვლის. ქვეყანამ ძალიან ბევრი პრემიერი გამოიცვალა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. გადაწყვეტილების მიმღებისთვის ესეთი მოთხოვნები კომფორტულიცაა, რადგან მას ყოველთვის შეუძლია, ნებისმიერ კრიზისში განტევების ვაცი გადააგდოს პრემიერის სახით და თავად დარჩეს პასუხისგებლობის მიღმა. შესაბამისად, თუ საზოგადოება ითხოვს კაპიტულაციას ხელისუფლებისგან, ხელისუფლებას ყავს გადაწყვეტილების მიმღები, ის თუ არ აწერს კაპიტულაციაზე ხელს, სხვა ვინც არ უნდა მოაწეროს, მას განვითარება არ ექნება. იმისათვის, რომ ვიღაცა აიძლოს შეცვალოს, ჯერ უნდა გამოკვეთო ის. თითქოს ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი და თუ ყველა თანხმდება ამაზე, მოლაპარაკებები უნდა იყოს პირადად მასთან და არა რაღაც აბსტრაქციასთან”, – აცხადებს ხუხაშვილი.
მისი თქმით, ოპოზიციასა და საზოგადოებას ოპოზიციასა და საზოგადოებას გამომუშავებული აქვს ბიძინა ივანიშვილთან პირადი ურთიერთობის კომპლექსი.
“მეჩვენება, რომ ოპოზიციას, საზოგადოებას გამომუშავებული აქვს კომპლექსი – ეშინია, ერიდება მასთან პირადი კომუნიკაციის. ის ჩვეულებრივი ადამიანი და იქმნება მის ირგვლივ მითოლოგია, რომ ან ხელშეუხებელია, ან თუ შეეხები თავად უნდა გაქრეს. ასეთი ინფატილური მიდგომაა და ასე პრობლემები არ წყდება. სანამ თავად არ გამოვა დღის სინათლეზე და მისგან არ მოვისმენთ გარანტიებს ცვლილებების, მანამდე აზრი არ აქვს გაუგებარ პრემიერებზე, პარლამენტის თავმჯდომარეებზე ლაპარაკებს. მათთა ლაპარაკს ან გადადგომას რა აქვს. კარგი, წავა ღარიბაშვილი და მოვა ქიბროწაშვილი, იცვლება ამით რამე?”, – აცხადებს ხუხაშვილი.