ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების სავარაუდო თარიღი 2029 წელია. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კოორდინაციის სამთავრობო სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ნატალია ფორსიუკმა განაცხადა.
მისი თქმით, მანამდე, დიდი რაოდენობით კანონების მიღება და განხორციელებაა საჭირო.
“აქამდე, დაუჯერებელი იყო. კანონმდებლობაში დიდი რაოდენობის ცვლილებების გამო, რომელთა მიღება და განხორციელებაც საჭიროა. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ევროპული კანონებით”, – აცხადებს ფორსიუკი.
შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა.