ახალი ამბები მსოფლიო

ევროპარლამენტმა უკრაინა-მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინა-მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა.

როგორც უკრაინული მედია წერს, შესაბამისი რეზოლუცია უკვე მიღებულია.

ევროპულმა პარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ

ქვეყნებისთვის კანდიდატების სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტზე მიიღება, რომელიც დღეს ბრიუსელში იწყება და ორ დღეს გაგრძელდება.

ცნობისთვის, დღეს ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლზ მიშელმა გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის ლიდერები 23 ივნისს ოფიციალურად მიანიჭებენ  უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს.

იტვირთბა....