[su_quote]უკრაინული პორტები უნდა იყოს დაცული, კომერციული ხომალდებისთვის უნდა არსებობდეს უსაფრთხო გასასვლელი. მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს[/su_quote]
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა ანკარაში, საკუთარ კოლეგასთან, კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად შავი ზღვის პორტებში 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულია, რომლის ექსპორტზე გატანაც ვერ ხერხდება. ცნობისთის, რუსეთსა და უკრაინაზე ხორბლის მსოფლიო მარაგის თითქმის მესამედი მოდის, უკრაინიდან ექსპორტის შეჩერება კი გლობალურ სასურსათო კრიზისს აღრმავებს.
ამავე თემაზე: ბაიდენი უკრაინის საზღვრის გასწვრივ მარცვლეულის დროებითი საცავების აშენებას აანონსებს