ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტირების ხელშეწყობისა და მზარდი გლობალური კვების კრიზისის გადალახვის მიზნით, უკრაინის საღვრის გასწვრივ დროებითი ნაგებობები აშენდება, რომელშიც მარცვლეულს შეინახავენ.
“მე მჭიდროდ ვთანამშრომლობ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომ 20 მილიონი ტონა მარცვლეული, რომელიც უკრაინაშია ბლოკირებული, ბაზარზე გავიტანოთ კვების პროდუქტებზე ფასების შესამცირების მიზნით”, – განაცხადა ბაიდენმა ფილადელფიაში, პროფკავშირების კონგრესზე გამოსვლისას განაცხადა.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად შავი ზღვის პორტებში 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულია, რომლის ექსპორტზე გატანაც ვერ ხერხდება. ცნობისთის, რუსეთსა და უკრაინაზე ხორბლის მსოფლიო მარაგის თითქმის მესამედი მოდის, უკრაინიდან ექსპორტის შეჩერება კი გლობალურ სასურსათო კრიზისს აღრმავებს.
ამავე თემაზე: “აშშ ცდილობს, რუსეთს ხელი შეუშალოს უკრაინული მარცვლეულის გაყიდვაში” – თეთრი სახლი