ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახაძე პრემიერის გამოსვლაზე: მძაფრი სიტყვები ყველგანაა

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ “მეტრონომთან” საუბრისას 22 მაისს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ მძაფრი სიტყვები ყველგანაა.

კახაძის თქმით, ქვეყანაში დემოკრატია ნელ-ნელა ყალიბდება და ქვეყანას სხვადასხვა პროცესი აქვს გასავლელი.

“ეს მიმდინარე პროცესია, ქვეყანა ყალიბდება, დემოკრატია ნელა-ნელა შედის ძალაში, ეს თავისებური პროცესია, ზოგს ასე მიაჩნია სიტყვის თავისუფლება, ყველა შემთხვევაში ამას ჩვენ ვსრულყოფთ, ეს გზა გასავლელია. მოკრძალებული ბოდიში ყველას ვინც იმ გადაცემის ყურება უწევს ფორმისათვის და ნაწილობრივ შინაარსისთვის იმიტომ, რომ არის მწვავე საკითხები, რომელიც შეიძლება, ნაკლები ტემპერატურის ფონზე იქნეს გადმოცემული. მე სამზარეულოდან ვიტყვი, როდესაც არის ხელისუფლის მიმართ უარყოფითი ემოციის გამოხატვის სურვილი, მაშნ მიდის ან საბოტაჟი, ან შეურაცხყოფა. გუშინ იყო სხდომის ჩაშლის მცდელობა, იქ მთელი რიგი საკითხები, რომელიც ანგარიშის მხრიდან უნდა წამოსულიყო არ განხილულიყო, ეს ნაწილობრივ სხდომის დასაწყოსში მოახერხეს, მაგრამ შემდეგ თემები გაიშალა, მერე ითქვა ის შეფასებები, რომლითაც ფასდება ჩვენი ქვეყანა. მძაფრი სიტყვები ყველგანაა. მათ შორის ამერიკაშიც, მაგალითად პრეზიდენტობის კანდიდატები როგორ შეურაცხყოფენ ერთმანეთს, მაგალითად, ტრამპი და კლინტონი წინა პლანზე რომ იყვნენ წამოწეულები”, – განაცხადა კახაძემ.

ცნობისთვის, გუშინ პრემიერი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

იტვირთბა....