ახალი ამბები ბიზნესი

Bloomberg: ივანიშვილმა თაღლითური სქემის გამო 607 მლნ დოლარი დაკარგა

ქართველმა მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა თაღლითური სქემის გამო 607 მილიონი დოლარი დაკარგა, რაც მარტში არსებულ თანხას 10%-ით აღემატება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ხსენებულ თაღლითურ სქემაში ორგანიზაცია Credit Suisse Group AG მონაწილეობდა და მას სათავეში ივანიშვილის ყოფილი ბანკირი ედგა.

გამოცემა წერს, რომ სასამართლო სხდომა ბერმუდის კუნძულებზე ჩატარდა. მას ამ სახელმწიფოს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი ნარინდერა ხარგუნა თავმჯდომარეობდა.

მოსამართლემ Credit Suisse Life-ის საქმიანობა გააკრიტიკა, რომელიც თაღლითობისთვის გასამართლებული პატრის ლესკოდრონის სამართალდარღვევებზე თვალებს ხუჭავდა. საფრანგეთის მოქალაქე ლესკოდრონი 2018 წელს იყო გასამართლებული.

ჯონათან ქროუმ, შპს Credit Suisse Life-ის (ბერმუდის) ადვოკატმა, გახსნა მოსმენა იმით, რომ იგი არ ეწინააღმდეგებოდა ხარგუნის გადაწყვეტილებას და რომ მან აღიარა შესწორებული მაჩვენებელი 607 მილიონი დოლარი.

ადვოკატის თქმით, კომპენსაცია ივანიშვილისთვის დადგენილი სეგრერირებული ანგარიშებიდან უნდა დაიფაროს.

ამასთანავე, ივანიშვილის ადვოკატი ჯო სმუხა ამ ფორმულირებას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ფაქტობრივად CS Life აცხადებს, რომ ზარალი თავად მოსარჩელე მხარემ უნდა დაფაროს. მისი განცხადებით, არცერთ კანონში არ წერია, რომ მსგავს კომპანიებზე რაიმე სახის იმუნიტეტი ვრცელდება.

„ამ ეტაპზე საკითხის წამოწევა, განსჯის შემდგომ, პროცესის ბოროტად გამოყენებაა“, – თქვა სმუხამ. 

ხარგუნმა სამშაბათის მოსმენის დასასრულს თქვა, რომ იგი გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას ბუღალტერების მიერ შეთანხმებული 607 მილიონი აშშ დოლარის, ასევე სხვადასხვა არგუმენტების შესახებ, რომლებიც წარმოდგენილ იქნა ცალკეული ანგარიშების და CS Life-ის პასუხისმგებლობის შესახებ.

გამოცემის ცნობით, Credit Suisse-მა ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

იტვირთბა....