რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დათმობაზე წასვლა კატასტროფას გამოიწვევს, – აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთთან დათმობაზე წასვლა წაახალისებს არა მხოლოდ მას, არამედ მის სხვა მოკავშირეებსაც.
„არავის არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ პუტინთან დათმობა კატასტროფის გარდა სხვა რამეს გამოიწვევს“, – აცხადებს ჯონსონი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.