უკრაინელი პარტიზანები რუს ოკუპანტებს დაკავებულ ტერიტორიებზე გამაგრების საშუალებას არ აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ISW ავრცელებს.
“უკრაინელები ოკუპირებულ ტერიტორიებზეც კი აგრძელებენ რუს სამხედროებთან ბრძოლას”, – წერს ISW.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პატრიზანები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნულ თანამდებობის პირებს ხელს უშლიან, საჯაროდ დაუჭირონ მხარი უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან მიერთებას.
“უკრაინელი პარტიზანების მსგავსმა მოქმედებებმა შესაძლოა, რუსეთს ხელი შეუშალოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებაში”, – აღნიშნავენ ISW-ს ექსპერტები.