უკრაინელმა არტილერისტებმა ხარკოვის ოლქში რუსეთის მე-20 გაერთიანებული არმიის სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი, რომან ციმბალიუკი Facebook-ზე ავრცელებს. მისი ცნობით, პირადი შემადგენლობის ყველა წევრი, ვინც სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა, ლიკვიდირებულია.
“17 ივლისს, საარტილერიო თავდასხმის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში დასავლეთის სამხედრო ოლქის მე-20 გაერთიანებული შეიარაღების არმიის სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს. ლიკვიდირებულია უმაღლესი სარდლობის სამხედრო პერსონალი და გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს 533-ე სამეთაურო-სადაზვერვო ცენტრის მორიგე ცვლა – სულ, 40 ოკუპანტი”, – წერს ციმბალიუკი.