საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტთან, ნიკოლ ფაშინიანთან გამართა შეხვედრა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ღარიაბშვილმა და ფაშინიანმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებთან ერთად, რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
“მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. ასევე მზადყოფნა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.