ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ISW: უკრაინაში განცდილი დანაკარგების გამო, რუსეთის საჰაერო სადესანტო ჯარების მეთაური გაათავისუფლეს

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო, რუსი გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი, რომელიც საჰაერო-სადესანტო ჯარებს მეთაურობდა, დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს.

“თუ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია სიმართლეა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ სერდიუკოვი პასუხისმგებელია რუსეთის საჰაერო სადესანტო ქვედანაყოფების ცუდ მუშაობასა და მძიმე დანაკარგებზე, განსაკუთრებით კიევის მახლობლად ჩატარებულ ადრეულ ოპერაციებში”, – აცხადებენ ომის კვლევის ინსტიტუტში და აღნიშნავენ, რომ სამხედრო წრეებში მუდმივმა წმენდან, შესაძლოა, რუსული სარდლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო დაასუსტოს.

ISW-ის ცნობით, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების მეთაურად სერდიუკოვის ნაცვლად გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი დაინიშნა.

 

იტვირთბა....