ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს: დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ – პოროშენკო

ინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ. ასეთი ურთიერთგაგება უნდა იყოს. ამგვარ სიტუაციაში, რასაკვირველია, ველით უფრო მეტ სოლიდარობას, მეტ სანქციას და მეტ მხარდაჭერას, – ამის შესახებ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მან ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მე ვიცი, რომ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ვუჭერ მხარს, მადლობელი ვარ მათი გულისხმიერებისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის, მხარში დგომისთვის. ჩვენ არამხოლოდ უკრაინისთვის ვიბრძვით. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ. ასეთი ურთიერთგაგება უნდა იყოს და ამგვარ სიტუაციაში, რასაკვირველია, ველით უფრო მეტ სოლიდარობას, მეტ სანქციას და მეტ მხარდაჭერას“,- განაცხადა პოროშენკომ.

იტვირთბა....