ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

განცხადების გაკეთებაზე რეკომენდაცია ივანიშვილისგან არ მიმიღია, კარგა ხანია ის არ მინახავს – ხუნდაძე

„დეპუტატმა ასეთი განცხადება გააკეთოს არ არის მარტივი და ამას გარკვეული პასუხისმგებლობა სჭირდება. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე უკეთ იცის ბატონმა ბიძინამ, რომ მე მისგან არ მიმიღია რეკომენდაცია, მე ის კარგი ხანია არ მინახავს. ის, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვა, ეს არის შენი პასუხისმგებლობა, ამას არავის შეხსენება არ სჭირდება, როცა დასაცავია ღირსება საზოგადოების, ქვეყნის და მას შეურაცხყოფას აყენებენ, აქ ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, უნდა ითქვას სათქმელი. მე არ მჭირდებოდა არავის შეკვეთა, დაკვეთა, ზარი და ფორმულირება, რა უნდა მეთქვა, მე ვისაუბრე იმაზე, რამაც ძალიან გამაბრაზა და ვფიქრობ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სამართლიანი, იმ უსამართლობაზე, რაც დიმიტრი ხუნდაძეს კი არ შეეხო მხოლოდ ან მის ოჯახს, არამედ ეს შეეხო მთელს საზოგადოებას. ეს იყო ბუნებრივი რეაქცია ყველა პასუხისმგებლობიანი ადამიანის. მაგრამ ის, რომ ჩემს რეაქციაზე სახალხო დამცველი მეუბნება, რომ „რას ამბობ, გაჩუმდი, როგორ ბედავ?“ მე ვფიქრობ, ეს არის სწორედ დანაშაული, როდესაც სათქმელია და არ ამბობ. მე რაც ვთქვი კიდევ შემიძლია გავიმეორო და ეს ასეა, ჩემი ქვეყნის ღირსებას როცა შეეხება ვინმე, თუნდაც ეს ევროპული უსამართლობა იყოს, მიუღებელია და ამაზე რეაქცია მექნება“, – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

იტვირთბა....