ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ ცდილობს, რუსეთს ხელი შეუშალოს უკრაინული მარცვლეულის გაყიდვაში

თეთრი სახლის პრეს-სპიკერის, კარინ ჟან-პერის განცხადებით, აშშ სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობით ცდილობს, არ დაუშვას რუსეთის მიერ იმ მარცვეულის გაყიდვა, რომელსაც სავარაუდოდ, უკრაინიდან იპარავს.

ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადეგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონმა აფრიკის ქვეყნები გააფრთხილა, არ შეიძინონ რუსეთისგან მარცვლეული, რადგან ის შეიძლება, უკრაინიდან მოპარული იყოს.

“არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო იმ გამოცემის მასალაზე, რომლის ციტირებასაც ახდენთ. ერთი შემიძლია ვთქვა – სხვა სახელმწიფოებთა ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ არ დავუშვათ იმ მარცვლეულის გაყიდვა, რომელიც სავარაუდოდ, მოპარულია”, – განაცხადა ჟან-პერმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინაზე ხორბლის მსოფლიო მარაგის თითქმის მესამედი მოდის, უკრაინიდან ექსპორტის შეჩერება კი გლობალურ სასურსათო კრიზისს აღრმავებს.

ამავე თემაზე: რუსეთი უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს თურქეთში ყიდის – უკრაინის ელჩი

იტვირთბა....