ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინაში 4 432 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული – გაერო

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, 4 432 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 499 დაშავდა, – მონაცემებს უკრაინული მედია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მონაცემების თანახმად, 4 432 მოკლულიდან 1 693 კაცი, 1 138 ქალი, 103 გოგონა და 106 ბიჭია, ასევე – 68 ბავშვი და კიდევ 1 324 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია; 5 499 დაშავებულიდან 1 123 კაცი, 780 ქალი, 124 გოგონა და 159 ბიჭია, ასევე 173 ბავშვი და 3 140 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ დადგენილ არაა.

იტვირთბა....