ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“შურს ვიძიებთ” – “აზოვის” ბატალიონი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ბატალიონი “აზოვი” მიმართვას ავრცელებს, რომელშიც პირობას დებენ, რომ მარიუპოლს დაიბრუნებენ და დაღუპული სამხედროებისთვის შურს იძიებენ.

პოლკის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ “აზოვი” ახლა მთელი ქვეყანაა.

“აზოვი“ ცოცხალია. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა დაღუპულთათვის, ყველა დანგრეული შენობისთვის, ყველა ქუჩისთვის. პუტინი ფიქრობს, რომ „აზოვი“ „აზოვსტალის“ ნანგრევების ქვეშ დარჩა, მაგრამ „აზოვი“ ახლა მთელი ქვეყანაა. ჩვენ მარიუპოლში დავბრუნდებით. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკრაინის ყველა ქალაქი და სოფელი არ განთავისუფლდება ოკუპანტებისგან”, – ნათქვამია მიმართვაში.

ცნობისთვის, მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაში “აზოვის” მებრძოლები რუსების შეტევებს რამდენიმე თვის მანძილზე უმკლავდებოდნენ. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქარხნიდან სამხედროების ევაკუაციის პროცესი დაიწყო და ისინი რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

https://twitter.com/Polk_Azov/status/1536365876034916352?ref_src=twsrc%5Etfw

იტვირთბა....