ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უთხარით ყველას, ვისაც ჯერ კიდევ უწევს რუსული დროშის დანახვა უკრაინის მიწაზე, რომ უკრაინის ჯარი აუცილებლად მოვა – ზელენსკი

უთხარით ყველას, ვინც ჯერ კიდევ იძულებულია, ნახოს რუსეთის დროშა ჩვენს მიწაზე, უკრაინის ჯარი აუცილებლად მოვა. – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

გთხოვთ ყველას, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, ოკუპირებულ სამხრეთში, დონბასში, ხარკოვის რეგიონში მყოფებთან კომუნიკაცია იქონიეთ. უთხარით, მოუყევით უკრაინის შესახებ. უთხარით მათ სიმართლე.

უთხარით ყველას ხარკოვის რეგიონში, ვისაც ჯერ კიდევ უწევს რუსული დროშის დანახვა უკრაინის მიწაზე. უთხარით, რომ უკრაინის ჯარი აუცილებლად მოვა.

ყირიმს გავათავისუფლებთ, რა თქმა უნდა. უკრაინის დროშა კვლავ იალტასა და საუდაკის თავზე, ძანკოისა და ევპატორიის თავზე იქნება. დაიმახსოვროს თითოეულმა რუსმა ჩინოვნიკმა, რომლებმაც დაიტაცეს ყირიმის ძვირფასი მიწა: ეს არ არის მიწა, სადაც მშვიდად იქნებიან.

იტვირთბა....