ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ოლიგარქიული მმართველობით კმაყოფილ ქვეყანას არავინ  მიიღებს ევროპაში – ხერხეულიძე

“შემაშფოთებელი ამბები გვესმის ბრიუსელის დერეფნებში, ეს არის ძალიან მძიმე ვითარება, როდესაც ამ დერეფნებში ქართველი სახელმწიფო მოხელეები არ დადიან და არ არწმუნებენ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ გვჭირდება ეს სტატუსი და ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს. ღარიბაშვილი აკეთებს იმას, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ის ჯერ ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს. არამარტო ბრიუსელში, არამედ ყველგან უნდა იარონ, რომ დაამტკიცონ რომ ქვეყანას ეს სტატუსი სჭირდება. ხელისუფლება მთავრობის სხდომას იწყებს ოპოზიცია რა ცუდია, ეს არავის უნდა, ღარიბაშვილი თავის რადიკალურ ამომრჩეველს ელაპარაკება, ჩვენ ევროპისკენ არ გავიხედავთ, ნუ შეგეშინდებათ. რეზოლუციას აპროტესტებენ, რეზოლუცია კი არაფორმალურ მმართველობას და ღარიბაშვილს აპროტესტებს. თუ არჩევანი იქნება ევროპულ მომავალს და ბიძინა ივანიშვილს შორის, “ოცნება” ამბობს, რომ აირჩევს ბიძინა ივანიშვილს. ოლიგარქიული მმართველობით კმაყოფილ ქვეყანას არავინ  მიიღებს ევროპაში.” – განაცხადა ენმ-ს  წევრმა ეკა ხერხეულიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

იტვირთბა....