საზოგადოება

პროფესიონალთა რჩევები: როგორ მოვუაროთ თმას

გთავაზობთ Beauty ბლოგერის, რეკომენდაციებს თმის მოვლასთან დაკავშირებით:

1, არ  შეიძლება  თავის  დაბანა  ძალიან  ცხელი  წყლით.  თავიდან, შამპუნით დაბანისას, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 37 გრადუსი. შამპუნის შემდეგ რეკომენდებულია კონდიციონერის ხმარება, რომლის ჩამობანისას წყალი უნდა იყოს გრილი. შედარებით თბილი წყალი ხელს უწყობს თმის ძირში ფორების გაფართოებასა და გასუფთავებას, ხოლო გრილი წყლით კი პირიქით, ვიწროვდება ფორები და თმა ხდება უფრო რბილი და დამყოლი.

2,  კარგი  იქნება  თუ  თავის  დაბანის  შემდეგ  გადაივლებთ   ბალახის ცხელ  ნაყენს.  ბალახეული უნდა შეარჩიოთ თქვენი თმის ტიპის გათვალისწინებით, მაგრამ სურნელოვანი მინდვრის ბალახი ყველანაირ თმას უხდება, ანიჭებს სირბილესა და სასიამოვნო სურნელს.

3, უმჯობესია  კვირაში  2­-3  სხვადასხვა  შამპუნი  გამოიყენოთ,  რადგან თმა არ შეეჩვიოს ერთს. რეკომენდებულია: პროფესიონალური შამპუნის გამოყენება კვირაში ერთხელ, ჩვეულებრივი და ფიტოთერაპიული შამპუნის კი­ 1-­2-­ჯერ კვირაში.

4,  სასურველია  თმის  ნიღაბის  გაკეთება  კვირაში  1-­2­-ჯერ  და  ასევე თმის  ზეთის  გამოყენება.  კარგი იქნება, თუ შეიძენთ აიურვედის ზეთს ინდურ მაღაზიაში, სადაც შეძლებთ ზეთის შერჩევას თქვენი თმის ტიპის მიხედვით. ასევე, კარგია თმაში შეიზილოთ ქოქოსის ზეთი და დაიტოვოთ დილამდე.

5,  კარგია  შამპუნი, რომელიც  არ  შეიცავს  სულფატებს. მართალია, ასეთი შამპუნი ცუდად ქაფდება, მაგრამ თმისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა.

6, ცხიმიანი თმისთვის ძალიან სასარგებლოა თავის  კანის  პილინგი, რომელიც ხელს უწყობს თმის ზრდას. პილინგის შემდეგ თმის ნიღაბი უფრო ეფექტურია. ასევე, პილინგი ქერტლის საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა. ეს პროცედურა შეიძლება ჩაიტარო როგორც სალონში,ასევე სახლის პირობებში. 7, არ არის რეკომენდებული თმის უთოს ყოველდღიური გამოყენება. სასურველია თქვენს თმის საშრობს ჰქონდეს ცივი ჰაერის ფუნქცია. 8, მნიშვნელოვანია თმის სწორად დავარცხნა! არავითარ შემთხვევაში არ დაივარცხნოთ სველი თმა. უმჯობესია თმა დაბანამდე დაივარცხნოთ. სასურველია გრძელი თმის დავარცხნა დაიწყოთ ბოლოდან და გამოიყენოთ ხის სავარცხელი.

წყარო: facts.ge

იტვირთბა....