ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, მხარს უჭერენ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას და ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას.
მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება ნატო-ში, უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოსთვის.
“ახლა ვმუშაობთ ფინეთისა და შვედეთის სწრაფად გაწევრიანებაზე. მე აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებ ანკარასთან, სტოკჰოლმთან და ჰელსინკიში. მე მაქვს იმედი, რომ ეს საკითხები მალე გადაწყდება და რაც მთავარია, მოგვარდება მადრიდის სამიტამდე. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოსთვის. ევროკავშირში და NATO-ში ახალი წევრის მიღებას კონსენსუსი სჭირდება. საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე დღეს 30 წევრ ქვეყანას შორის თანხმობა არ არის. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვამბობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს ახალ კონცეფციაში ღია კარის პოლიტიკაზე აქცენტი. უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას, – ამის შესახებ ედგარს რინკევიჩმა “იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.