ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

საფრანგეთს და გერმანიას, ომში პუტინის დამარცხება აშინებთ – რუსი პოლიტოლოგი

რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, ანდრეი პიონტკოვსკი НВ-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საფრანგეთის და გერმანიის ხელისუფლებებს ეშინიათ ომში უკრაინის გამარჯვების და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მარცხის.

“საფრანგეთს და გერმანიას აშინებთ პუტინის დამარცხება, რადგან უკრაინის გამარჯვება საერთაშორისო ურთიერთობების სტრუქტურას, ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურას შეცვლის. ყოველი მსოფლიო ომის შემდეგ, მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ – ეს მსოფლიო ომია, ახალ სტრუქტურას ხომ გამარჯვებული განსაზღვრავს”, – ამბობს პიონტკოვსკი.

პოლიტოლოგის აზრით, ამ ახალ სისტემაში გერმანია და საფრანგეთი საკუთარ გეოპოლიტიკურ წონას დაკარგავენ და სწორედ ამას უკავშირდება პრეზიდენტ მაკრონის და გერმანიის კანცლერის, ოლაფ მოქმედებები.

“ფრანგები ხომ განუწყვეტლივ გაიძახიან “საფრანგეთის დიდებაო” [grandeur de la France], ამით, ისინი იმ ფაქტის კომპენსირებას ახდენენ, რომ სამარცხვინოდ წააგეს მეორე მსოფლიო ომი და დაკარგეს ლიდერი სახელმწიფოს სტატუსი. მაკრონი ამბობს – მე შემიძლია ვიყო ერთადერთი შუამავალი, რომელსაც მოსკოვი დაელაპარაკებაო. დაე, ილაპარაკონ. მაკრონი შაუმავალია, თუმცაღა, დიქტატორებთან შუამავლები არავის დასჭირდება. გერმანელებს კი უფრო ეკონომიკური და საქმიანი ინტერესი აქვთ. ამიტომ, ისინი კრემლს ემსახურებიან პრივილეგირებული ეკონომიკური ურთიერთობებისა და უფრო იაფი გაზის გამო “, – ამბობს პოლიტოლოგი.

ამავე თემაზე: პუტინს ურეკავენ და ამით თავს იმშვიდებენ, რაღაც გავაკეთეთ უკრაინის დასახმარებლადო – პოდოლიაკი

ამავე თემაზე: “პუტინთან მოლაპარაკება ნიანგთან საუბარს ჰგავს” – ჯონსონი

 

იტვირთბა....