ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“პუტინთან მოლაპარაკება ნიანგთან საუბარს ჰგავს” – ჯონსონი

პუტინთან მოლაპარაკება ნიანგთან საუბარს ჰგავს, – აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის დამყარება მოლაპარაკებების გზით ნაკლებად სავარაუდოა.

“როგორ შეიძლება უკრაინელები მშვიდად მივიდნენ რუსეთთან მოლაპარაკებაზე. როგორ შეიძლება დაიწყო მოლაპარაკება ნიანგთან, რომელსაც შენი ფეხი ყბაში აქვს ჩადებული”, – აცხადებს ჯონსონი.

მისი თქმით, ძალიან ძნელია მოელაპარაკო ვლადიმერ პუტინს, რომელიც არაკეთილსინდისიერია და ცდილობს მეტად ძლიერი პოზიციის დაკავებას.

ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების დანარჩენ წევრებს მოუწევთ გააგრძელონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სტრატეგია.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....