ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

პოდოლიაკი: პუტინს ურეკავენ და ამით თავს იმშვიდებენ, რაღაც გავაკეთეთ უკრაინის დასახმარებლადო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინისა და დასავლელი ლიდერების გახშირებულ სატელეფონო საუბრებზე. მისი თქმით, ამ პოლიტიკოსთა უმეტესობა დაიღალა და უნდათ, ნებისმიერ ფასად დაასრულონ ომი უკრაინაში. თუმცა, პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ უკრაინა არ დაუშვებს, ეს ქვეყნის ინტერესების ფასად მოხდეს.

“ისინი თითქოს რაღაც ზომებს იღებენ და ამით საკუთარ თავს იმშვიდებენ – “ნახეთ, პუტინს დავურეკეთ, მასთან რაღაცაზე ვილაპარაკეთ, ანუ უკვე რაღაც გავაკეთეთ უკრაინის დასამართებლადო”. მაგრამ ეს ასე არ არის. პუტინთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, რადგან მისთვის უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურება საკვანძო და პრინციპული საკითხია”.

პოდოლიაკის თქმით, შეუძლებელია, უკრაინის ზურგსუკან რუსეთთან ვინმემ მოიპალარაკოს.

“უკრაინა უკვე 100 დღეზე მეტია მოთმითნებით ებრძვის რუსეთს, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ დიდ და ძლევამოსილ სახელმწიფოდ მოიხსენიებოდა. შეუძლებელია, უკრაინის ზურგსუკან ვინმემ რუსეთთან რაიმე შეთანხმება დადოს. ჩვენ ხომ დავამტკიცეთ მსუბუქად რომ ვთქვათ, ჩვენი უნარი, შევებრძოლოთ ისეთ ქვეყანას, რომელიც თავს იმპერიად მიიჩნევს”, – ამბობს ის.

 

 

იტვირთბა....