ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზე იმყოფება 23-24 ივნისის სამიტის წინ, რომელზეც უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განიხილავენ.
„ვიმედოვნებ, რომ 20 წლის შემდეგ, როდესაც ამ მოვლენებს გავიხსენებთ, შეგვეძლება თქმა, რომ სწორად მოვიქეცით”, – განაცხადა ლაიენმა კიევში ვიზიტის შემდეგ.
მისივე თქმით, ევროკავშირისთვის მთავარი გამოწვევა იმაში იქნება, რომ სამიტის შედეგად მიიღონ ერთობლივი პოზიცია, “რომელიც ამ ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბს ასახავს”.